კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის წინ ასოციაციამ „დეა“ აქცია
სახელწოდებით - „ეს ჩემი უფლებაა“ გამართა. ის საქართველოში მცხოვრებ
შშმ პირთა
უფლებების დაცვას მიეძღვნა.
„საზოგადოებას და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს გვინდა, რომ
ვუთხრათ, შშმ პირებს სრული უფლება აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილებები და
იყვნენ აქტიურები“, - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა
ჯიქიამ.
აქცია მუსიკალური ბენდის UNDER 7-ის და ზუგდიდელი პოეტების
მონაწილეობით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები