ახალი ამბები
სენაკში მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დამატებითი ავიაციის ჩართვას ითხოვს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზანასა და ეკში ადგილობრივები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებითი ავიაციის ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, დამატებითი ძალების გამოყენება აუცილებელია, რადგანაც შეწამვლითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ არსებული სიტუაცია არ შეცვლილა.

თავის მხრივ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ შეწამვლითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და არა მოსახლეობას მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

Print