რეგიონი
ხამისკურში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხამისკურში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მათი ცნობით, დაშავებული დღემდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა ამის საშუალებას არ გვაძლევს. პაციენტის მდგომარეობა უნდა დასტაბილურდეს, რომ შევძლოთ ოპერაციის გაკეთება, რასაც ჯერ ვერ ვახერხებთ. დღესაც გადაუღებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ვნახოთ, რა სურათს მოგვცემს“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

8717773f.jpg" border="0" width="600" height="338">
8 ოქტომბერს, საღამოს ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამარშუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ხამისკურის მკვიდრია. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში თავის ტვინში სისხლჩაქცევებით, სახის ძვლების მრავლობითი დაზიანებებითა და წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობებით შეიყვანეს.

ამავე თემაზე:

ექიმი: ხამისკურში ავარიის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

ხამისკურში სამარშუტო ტაქსი ველოსიპედით მოსიარულეს დაეჯახა

Print