რეგიონი
სოხუმში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ
დღეს ოჩამშირეში თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, დარასელიას მშობლიურ ქალაქში დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ ფეხბურთელის მემორიალი აღადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ამავე ინფორმაციით, ღონისძიებები დილიდან მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყება, რის შემდეგაც სოხუმის ცენტრალურ სტადიონზე, ლეგენდარული ფეხბურთელის ხსოვნის პატივსაცემად ვეტერანი სპორტსმენების ამხანაგური მატჩი ჩატარდება ჩატარდება.

„აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის“ პრეზიდენტის ჯუმას კვარაცხელიას გნაცხადებით, საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას ვიტალი დარასელიას ნათესავები - დედა, და და შვილები მიიღებენ მონაწილოებას. მისი თქმით, ამ დღისთვის საგანგებოდ დამზადდა სამახსოვრო საჩუქრები, ლოგოტიპიანი მაისურები, ასევე გათამაშდება ფეხბურთელის სახელობის თასი.

ქართველი ფეხბურთელის, თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა. 1982 წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, 25 წლის ასაკში.


Print