ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“ თხილის ზარალის კომპენსაციების მოთხოვნით აქციას გამართავს
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ 17 ოქტომბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობა დაანონსა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა დამენიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი ღონისძიებების ჩატარება და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია იქნება.

„თუ ჩვენ ხმამაღლა ვიტყვით ამ სათქმელს, ხელისუფლებას იძულებულს გავხდით, რომ, ჯერ ერთი, კომპენსაციებზე დავითანხმოთ და მეორეც, კეთილი ინებონ და შეწამლონ ფაროსანა, რომელმაც შეჭამა მთელი მოსავალი და ზუგდიდის მოსახლეობა დატოვა შემოსავლის გარეშე“, - აღნიშნა დამენიამ.

პარლამენტის წევრმა ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა.

Print