ახალი ამბები
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ნაწილს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ნაწილს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ვეტო სულ 6 საკითხს შეეხო.

„სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა მოტივირებული შენიშვნები, პირველი 4 საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საკითხები... ბონუსი, ბლოკები საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.... ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი,“-განაცხადა გმარგველაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი ვეტოს ადებს, პრეზიდენტის არჩევის წესია.

„ მეხუთე საკითხიც არის ის პოზიტიური ინიციატივა, რომელიც იქნა არაერთხელ განხილული ქართულ საზოგადოებასთან და სადაც ხმები არ იყო საკმარისი, ახლა იქ ოპოზიციის ხმები არის უზრუნველყოფილი და ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის საკითხია, ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი და აქაც, არანაირი სიხისტე არ არის გამოვლენილი, ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ამ ექვსი შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში ქვეყანა ძალიან ბევრს მიაღწევს.


Print