რეგიონი
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
10 და 11 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო მასები გავრცელდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარიც, ტემპერატურა კი 16-21 გრადუსამდე დაიკლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო "ათინათს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. 

„რაც შეეხება 12-13-14 ოქტომბერს, საქართველოს უმეტეს რაიონში შედარებით გამოიდარებს. 15-დან კი ისევ გაწვიმდება. ასევე, მოსალოდნელია ქარი და ტემპერატურის კლება“, - თქვა ნიორაძემ.

მისივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში 11 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს.




Print