ახალი ამბები
ფოთში შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დამცველებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების ფაქტები გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

კანონდამრღვევებს 65 ათასი ლარის ჯარიმასთან ერთად გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც დაემატათ. გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მას შემდეგ დატოვებენ, რაც ჯარიმას გადაიხდიან.



Print