ახალი ამბები
მინისტრი: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მავნებელი მწერის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს.

”სახელმწიფო ახდენს ყველა იმ რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყანაში არსებობს. აზიური ფაროსანა ერთი კონკრეტული უწყების მოსაგვარებელი საკითხი არ არის, პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს“ , - განაცხადა მინისტრმა.

დავითაშვილი დარგის სპეციალისტებს მავნებელთან დაკავშირებით შეხვდა, სადაც ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული პრობლემა საკმაოდ მწვავეა და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით ევროპასა და აშშ-ში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

მინისტრი ფაროსანაზე: ეს მწერი ადამიანისთვის საშიში არ არის

მინისტრი: აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს
Print