ახალი ამბები
სკანდინავიაში ქართული თხილით დაინტერესდნენ
ბალტიისპირეთის ქვეყნებში - პოლონეთი, ჩეხეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვედეთსა და დანიაში ქართული თხილით დაინტერესდნენ. ქართულმა თხილმა ევროპელი იმპორტიორების ყურადღება გასულ თვეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Riga Food 2017” მიიქცია. გამოფენაზე გამოიკვეთა პოტენციურ პარტნიორთა სია და შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა“-ს ჩართულობით, მოლაპარაკებები დაიწყო.

„ქეა“-ს წარმომადგენელი რამაზ ბედიანაშვილი EUGeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ ამჟამად მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან მიმდინარეობს, უახლოეს მომავალში, თხილის იმპორტზე სასაუბროდ, საქართველოში სკანდინავიის ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ.

„ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპორტზეა საუბარი - დაახლოებით, 80-100 ტონა თხილი თვეში. უახლოეს მომავალში, ქართული თხილის ნიმუშები პოლონეთში გაიგზავნება, სადაც ლაბორატორიულად შემოწმდება და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, კონკრეტულ შეკვეტებს მივიღებთ. თხილზე მოთხოვნა სკანდინავიის ქვეყნებიდანაც მაღალია. წლის ბოლომდე ისინი აქ ჩამოსვლას და პროდუქციის ადგილზე შემოწმებას აპირებენ“, - ამბობს რამაზ ბედიანაშვილი.

რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში თხილის მწარმოებელი კოოპერატივის, „სოფლის იმედის“ ხელმძღვანელმა, მალხაზ ხუნწარიამაც მიიღო მონაწილეობა. ევროკავშრის მიერ, ორგანიზაციასთან „ქეა კავკასიაში“ პარტნიორობით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კოოპერატივი „სოფლის იმედი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარეობს. გრანტის საშუალებით, კოოპერატივმა თხილის გადამამუშავებელი საწარმოს გადაიარაღება და ტექნიკური განახლება მოახდინა.
EUGeorgia.info-სთან საუბარში მალხაზ ხუნწარია აღნიშნავს, რომ ქართული თხილით დაინტერესება მისი გემოვნური თვისებებითა და კონკურენტუნარიანი ფასით არის განპირობებული.

„თურქულთან შედარებით, ქართული თხილი ფასის კუთხით უფრო კონკურენტუნარიანია, რადგან შედარებით იაფია. მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში წარმოებული თხილი არის უფრო უხარისხო, ვიდრე წინა წლებში, აზიური ფაროსანის და სხვა მიზეზების გამო - გამოფენაზე ბევრი უცხოელი აღნიშნავდა, რომ მათ სუპერმარკეტებში წარმოდგენილი თურქული თხილი, გემოვნური თვისებებით, ბევრად უხარისხოა. მაგალითად, ლატვიელებმა გვითხრეს, რომ ჩვენი თხილი გაცილებით გემრიელია“, - ამბობს მალხაზ ხუნწარია.

„სოფლის იმედში“, ამჟამად, 50-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე შშმ პირია დასაქმებული. კოოპერატივს, სეზონზე, დაახლოებით, 2 500 კგ თხილის გადამუშავება შეუძლია. მალხაზ ხუნწარია ამბობს, რომ ევროპული კომპანიების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, კოოპერატივი თანამშრომლობისთვის მზად არის.

ორგანიზაცია „ქეა“-ს წარმომადგენელი რამაზ ბედიანაშვილი კი აღნიშნავს, რომ ევროპულ კომპანიებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ევროპულ ბაზარზე თხილის გატანას არამხოლოდ „სოფლის იმედი“, არამედ სხვა კოოპერატივებიც შეძლებენ.

წყარო: EUGeorgia.info

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.