სპორტი
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ I ლიგის საგზური მოიპოვა
ჭადრაკში საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგის საგზური 9 წლის ზუგდიდელმა მოსწავლემ ნიკოლოზ შამათავამ მოიპოვა. შესარჩევ ტურნირში მან 60-მდე სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკესთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ათეულში გასულებს შორის ზუგდიდელი მოჭადრაკე ყველაზე პატარა მონაწილეა.



შამათავა ტურნირის სასტარტო სიაში მეორმოცედ იყო განთესილი და 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით ათეულში გავიდა (მე-10 ადგილი), რის შედეგადაც „ფიდე“-ს რეიტინგი 166,4 პუნქტით გაიუმჯობესა.

ტურნირის ფინალი 25 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.



Print