რეგიონი
სეს:მოსახლეობას ციტრუსის ბაღების შეწამლვისკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ციტრუსის ბაღებში აზიური ფაროსანას აღმოჩენის შემთხვევასი მოსახლეობას პესტიციდები გამოიყენებისკენ მოუწოდებს. ამასთან სააგენტო მათ ყოველდღიურ მონიტორინგს ურჩევს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ფაროსანა დაფიქსირდა ციტრუსოვან კულტურებშიც, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ეს იყო სხვა კულტურებში.

ზურაბ ლიპარტია ფერმერებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პესტიციდს გამოიყენებენ, აუცილებლად უნდა დაიცვან „ლოდინის პერიოდი“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპული მონაცემებით, ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე 21 დღე უნდა გავიდეს, რომ არ მოხდეს მავნე ნივთიერებების პროდუქციაში დაგროვება.


წყარო: ipn
Print