რეგიონი
„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ - გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის არტ-გალერეაში გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნა. ღონისძიებაზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ის დოკუმენტები, ხელნაწერები, წერილები და ფოტომასალა გამოიფინა, რომელიც საქართველოს ევროპასთან კავშირს ასახავს.



ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის თქმით, ღონისძიებას საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს და საჭიროა, რომ დამთვალიერებლემა ნახონ საქართველოს ევროპულ კულტურასთან კავშირის დამადასტურებელი ხელნაწერები.



„ჩვენს ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი, თითქმის, 2000 წლიანი კავშირები აქვს ევროპასთან. საქართველოს ყოველთვის გრძნობდა თავს ევროპის ნაწილად. მათ შორის, სამეგრელოც და აქ წარმოდგენილი მისიონერების მოგზაურობასთან დაკავშირებული ხელნაწერები სწორედ ამ კუთხეს უკავშირდება“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, ცენტრი მომავალში სამეგრელოსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ჩამოტანასაც გეგმავს. 



ღონისძიება კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მიხეილ ხორავას სახელობის ზუგდიდის არტ გალერეის ორგანიზებით გაიმართა. მას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწნენ. გამოფენა ზუგდიდში 26 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება, რის შემდეგაც თელავში გადაინაცვლებს. მანამდე კი პროექტმა საქართველოს რამდენიმე კუთხე მოიარა.



Print