არჩევნები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულებას აგრძელებს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული და დაუცველი ოჯახების მონახულებას აგრძელებს. მერობის კანდიდატი დღეს რამდენიმე ოჯახს ეწვია და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.

სოფელ ცაიშში,ზვიად სიჭინავა თამაზ მაქაცარიას ოჯახს ესტუმრა, რომელთაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ. თამაზ მაქაცარიას თქმით, ის მარტოხელაა. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, გაფუჭებულია სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკი. ამასთან ერთად, თამაზ მაქაცარიას სახელმწიფომ სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა.

სოციალური დახმარების სახით 50 ლარს იღებს სახელმწიფოსგან აფხაზეთიდან დევნილი ეთერ ფიფია, რომელიც წლებია ნაქირავები სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს, რომლის გადასახადიც 100 ლარს შეადგენს. ეთერ ფიფიას, გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია.



უკიდურესად მძიმე მარგიანების ოჯახის მდგომარეობაც, რომლებიც ზუგდიდში, ჩიტაძის ქუჩაზე ცხოვრობენ. მარგიანების სახლი სიძველისგან ინგრევა, სახურავიდა წყალი ჩამოდის, რის გამოც იატაკი და კარ-ფანჯრები დაზიანებულია. ოჯახში მცხოვრები ასაკიანი ცოლ-ქმარი მძიმედ არიან ავად, პენსიის თანხა კი მათ სამკურნალოდ და მედიკამენტებისთვის არ მყოფნის. მარგიანებისთვის უცნობია, თუ რატომ შეუჩერა სახელმწიფომ მათ სოციალური დახმარება.

რაფავების ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნა, რომ გაუმართავი მრიცხველის გამო დაკისრებული 300 ლარიანი დავალიანება გადაიხადეს და ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ. რაფავების საცხოვრებელი პირობებიც ძალიან მძიმეა, პატარა სახლი ინგრევა, ოჯახს კი გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნდა.



ბოლო სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღეს მოინახულა, მამუკა შალამბერიძის მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ გააჩნიათ და ნათესავთან ცხოვრობენ.

ოჯახში, რომელსაც სოციალური დახმარება ასევე მოხსნილი აქვს, 5 ბავშვი ცხოვრობს. შალამბერიძეების ყველაზე უმცროს წევრს, 6 წლის მოზარდს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი და ოჯახს მედიკამენტების საყიდელი სახსრები არ გააჩნიათ.

მამუკა შალამბერიძის თქმით, ის და მისი მეუღლე უმუშევრები არიან და ოჯახის რჩენა და გამოკვება დიდი გაჭირვებით უწევთ.

მერად არჩევის შემთხვევაში, ზვიად სიჭინავა სოციალურად დაუცველი პირებისთვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესებასა და სოციალური დახმარების ფონდის შექმნას გეგმავს.

®

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
მიკროავტობუსების მძღოლები ამ
11:43 / 18.02.2018
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები ამ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს
სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და
თბილისში
15:50 / 17.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო
დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ საბავშვო ბაღების კვების
მომსახურებით
15:15 / 17.02.2018
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ საბავშვო ბაღების კვების მომსახურებით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების
ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას
ქალაქის
11:56 / 17.02.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი''-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას ქალაქის
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით
საჯარო საინფორმაციო შეხვედრას
11:32 / 17.02.2018
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საჯარო საინფორმაციო შეხვედრას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების
თავიდან ასაცილებლად
17:58 / 16.02.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებს მოუწოდებს, თხილის დაავადებების თავიდან ასაცილებლად
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა
ივანოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს.
15:44 / 16.02.2018
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში
გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის მუშაობის
14:36 / 16.02.2018
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის მუშაობის
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის საკითხმა
აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეხვედრაზე,
13:56 / 16.02.2018
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის საკითხმა აფხაზეთში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შეხვედრაზე,
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბენეფიციარები, რომლებსაც ბიზნესის
დაწყებისა და გაფართოებისთვის მცირე გრანტები
11:30 / 16.02.2018
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბენეფიციარები, რომლებსაც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოებისთვის მცირე გრანტები
მოქალაქეების აზრი
როგორ შეიცვალა ზუგდიდელების ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წელს (ვიდეო)
18 / დეკემბერი 2017
რადიო „ათინათმა“ მოქალაქეებს კითხვით მიმართა: როგორ შეიცვალა თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა
ზუგდიდის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს - გამოკითხვა (ვიდეო)
26 / სექტემბერი 2017
ზუგდიდში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მერობის 7 კანდიდატს შორის მოუწევს.
დღის სიახლეები
18 / თებერვალი 2018
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლები ამ
17 / თებერვალი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში
17 / თებერვალი 2018
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ საბავშვო ბაღების კვების მომსახურებით
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები
გამოკითხვა
უნდა შეცვალოს თუ არა სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკა?
ჩვენი კუთხის ისტორია
შენი გვარის ისტორია
დილის ჩართვა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.