არჩევნები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონახულებას აგრძელებს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული და დაუცველი ოჯახების მონახულებას აგრძელებს. მერობის კანდიდატი დღეს რამდენიმე ოჯახს ეწვია და მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა.

სოფელ ცაიშში,ზვიად სიჭინავა თამაზ მაქაცარიას ოჯახს ესტუმრა, რომელთაც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ. თამაზ მაქაცარიას თქმით, ის მარტოხელაა. საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, გაფუჭებულია სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკი. ამასთან ერთად, თამაზ მაქაცარიას სახელმწიფომ სოციალური დახმარებაც შეუწყვიტა.

სოციალური დახმარების სახით 50 ლარს იღებს სახელმწიფოსგან აფხაზეთიდან დევნილი ეთერ ფიფია, რომელიც წლებია ნაქირავები სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს, რომლის გადასახადიც 100 ლარს შეადგენს. ეთერ ფიფიას, გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა შემოსავალი არ გააჩნია.



უკიდურესად მძიმე მარგიანების ოჯახის მდგომარეობაც, რომლებიც ზუგდიდში, ჩიტაძის ქუჩაზე ცხოვრობენ. მარგიანების სახლი სიძველისგან ინგრევა, სახურავიდა წყალი ჩამოდის, რის გამოც იატაკი და კარ-ფანჯრები დაზიანებულია. ოჯახში მცხოვრები ასაკიანი ცოლ-ქმარი მძიმედ არიან ავად, პენსიის თანხა კი მათ სამკურნალოდ და მედიკამენტებისთვის არ მყოფნის. მარგიანებისთვის უცნობია, თუ რატომ შეუჩერა სახელმწიფომ მათ სოციალური დახმარება.

რაფავების ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ მოუხსნა, რომ გაუმართავი მრიცხველის გამო დაკისრებული 300 ლარიანი დავალიანება გადაიხადეს და ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ. რაფავების საცხოვრებელი პირობებიც ძალიან მძიმეა, პატარა სახლი ინგრევა, ოჯახს კი გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა საარსებო საშუალება არ გააჩნდა.



ბოლო სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელიც ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღეს მოინახულა, მამუკა შალამბერიძის მრავალშვილიანი ოჯახია, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ გააჩნიათ და ნათესავთან ცხოვრობენ.

ოჯახში, რომელსაც სოციალური დახმარება ასევე მოხსნილი აქვს, 5 ბავშვი ცხოვრობს. შალამბერიძეების ყველაზე უმცროს წევრს, 6 წლის მოზარდს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, მან ორჯერ გადაიტანა ინსულტი და ოჯახს მედიკამენტების საყიდელი სახსრები არ გააჩნიათ.

მამუკა შალამბერიძის თქმით, ის და მისი მეუღლე უმუშევრები არიან და ოჯახის რჩენა და გამოკვება დიდი გაჭირვებით უწევთ.

მერად არჩევის შემთხვევაში, ზვიად სიჭინავა სოციალურად დაუცველი პირებისთვის სოციალური პაკეტის გაუმჯობესებასა და სოციალური დახმარების ფონდის შექმნას გეგმავს.

®

Print