ახალი ამბები
ჩხოროწყუში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მეორე კი დაშავდა. ინფორმაცია  რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმეს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print