რეგიონი
"სამუშაოს მოძიების უნარები"- ტრენინგი ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, ასოციაცია „ათინათში“ ტრენინგი თემაზე „სამუშაოს მოძიების უნარები“, პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის“, ფარგლებში ჩატარდა. მას პროექტში ჩართული სათემო ჯგუფების ლიდერი ქალები დაესწრნენ.

საქართველოს სტარტეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ტრენერ-კონსულტანტის ქრისტინე კანდელაკის თქმით, სწავლება ქალათა სათემო ჯგუფების კოორდინატორებს და სხვა წარმომადგენლებს სამუშაო ადგილების უკეთ მოძიებასა და საკუთარი უნარების გამოვლენაში დაეხმარება. მისივე განმარტებით, აქ მიღებულ ცოდნას მონაწილეები თავიანთ თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარებენ და მსგავს სემინარებს მათაც ჩაუტარებენ.

აღნიშნულ პროექტს, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“ გაეროს განვითარების პროგრამის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებენ.
Print