ახალი ამბები
დაჭრილი ბიზნესმენი მართვით სუნთქვაზეა
დაჭრილ ბიზნესმენს ლ.ქ.-ს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა. მას ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.

დღეს ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით ბიზნესმენი ლ. ქ. დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაშავებულის სახლში მოხდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) არის აღძრული და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბიზნესმენი დაჭრეს
Print