რეგიონი
ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი თბილისში გადაიყვანეს
ზუგდიდში დაჭრილი ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია წუხელ ოჯახის წევრების მოთხოვნით თბილისში გადაიყვანეს. რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას ცნობით, დაჭრილს წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ლევან ქუჩულორია ცეცხლსასროლი იარაღით 15 ოქტომბერს ზუგდიდში დაჭრეს. აღნიშნულ ფაქტზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print