ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს
ზუგდიდში გუბერნიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო გზა ბულვარის ორივე მხარეს გადაკეტეს. ისინი გუბერნატორ ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ. მათ მერიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამაცვებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ საავტომობილო გზაზე გადაინაცვლეს.



აქცია გუბერნიის შენობის წინ ენმ-ის ორგანიზებით, დაახლეობით, ერთი საათის წინ დაიწყო. ადგილზე 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორისაა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.




ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მათი ნაწილს სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბარიკადები აქვთ აღმართული. 





ამავე თემაზე:


ზუგდიდში თხილის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
Print