ახალი ამბები
პრემიერმა აფხაზეთის ომში დაღუპულები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ადამიანები სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა.

ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე - არშაველ შენგელია, გივი პაპუაშვილი, ალექსანდრე ფარცვანია, გენური ლიპარტელიანი, მერაბ კვინიკაძე, სერგო სილაგაძე, ვახტანგ ფარცვანია, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა.

მთავრობის მეთაურის წარდგინება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

ამავე თემაზე:

აფხაზეთიდან 25, მათ შორის მამია ალასანიას და გურამ გაბისკირიას ნეშტები გადმოასვენეს
Print