ახალი ამბები
გაუჩინარებული აბულაძის მშობლები გამგეობასთან აქციას მართავენ (ვიდეო)
ხუთი წლის წინ გაუჩინარებული ანაკლიის მკვიდრის გოგიტა აბულაძის მშობლები ზუგდიდის გამგეობის შენობის წინ აქციას მართავენ. ისინი შვილის გაუჩინარების შესახებ სიმართლის გარკვევას ითხოვენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„გვითხრან სიმართლე, მათ ყველაფერი იციან და ჩვენ არ გვეუბნებიან. ვიქნებით აქ, სანამ გავძლებთ“, - აღნიშნა აბულაძის დედამ ცინარა აბულაძემ.



აბულაძეებმა ამავე მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ სამხარეო ადმინისტრაციასთანაც გამართეს, თუმცა, მათ შესახვედრად არავინ მისულა.

მათივე თქმით, ისინი ადგილზე დარჩენას მანამ აპირებენ, სანამ კონკრეტულ ინფორმაციას არ მიიღებენ.

ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს სახლიდან სამასახურში - სასტუმრო "ანაკლიაში" წავიდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ".



ამავე თემაზე:

გაუჩინარებულის მშობლები: ყველაფერს გავიღებთ, ოღონდ შვილი გვაჩვენონ და დაგვიბრუნონ (ვიდეო)

გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები გუბერნიის წინ აქციას მართავენ


Print