არჩევნები
შელია: აქციაზე წამომსვლელ ჩვენს მხარდამჭერებს მანქანების დამტვრევით ემუქრებიან
„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერის ბათლომე შელიას ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ყორშია და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე წამომსვლელებს მანქანების დამტვევით ემუქრებიან.

„ჩვენ გაგზავნილი გვყავს მანქანები. ყორშია და მასთან მყოფი პირები მძღოლებს ეუბნებიან, რომ აქციაზე წასვლის შემთხვევაში მანქანებს დაამტვრევენ. აშინებენ ჩვენს მომხრეებს. სიტუაციის გასარკვევად ლელა ქებურია წავიდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელიამ.

თავის მხრივ, ერგეტაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

"პირველად მესმის თქვენგან ახლა ეს ამბავი", - უთხრა რადიო "ათინათს" ყორშიამ.

დღეს, 16:00 საათზე „ევროპული საქართველოს“ აქცია- მსვლელობა სახელწოდებით „შევცვალოთ ფაროსანა მთავრობაა“ დაგეგმილი, რომლის მთავარი მოთხოვნა აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის აღრიცხვა და მოსახლეობისთვის მინიმალური კომპენსაციის გაცემაა.

Print