რეგიონი
ლელა ქებურია: ერგეტაში "ევროპული საქართელოს" წევრს და ჩემს მეუღლეს სცემეს
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას ინფორმაციით, მის მეუღლეს გია ჯიქიას სცემეს. მისივე თქმით, ინციდენტი სოფელ ერგეტაში მოხდა, საიდანაც მათი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე ადგილობრივები ზუგდიდში მოემგზავრებოდნენ.

„რადგან იყო დაშინების ფაქტები, მე გადავწყვიტე, რომ წავსულიყავით ერგეტაში და ერთად წამოვსულიყავით აქციაზე. ჩემი მეუღლე ერთ პირთან ერთად ერგეტის ცენტრში დარჩა. იქვე დავინახე მანქანაში მყოფი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. რომ დავბრუნდით, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქებურიამ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ცნობით, ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.

ამავე თემაზე:

შელია: აქციაზე წამომსვლელ ჩვენს მხარდამჭერებს მანქანების დამტვრევით ემუქრებიან

Print