რეგიონი
"ევროპული საქართველოს" წევრებმა აქცია-მსვლელობა დაიწყეს
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში მეორე საჯარო სკოლიდან აქცია-მსვლელობა დაიწყეს. აქ იმყოფებიან პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ლელა ქებურია და პარტიის პირველი ნომერი ბათლომე შელია.



აქციის მონაწილეებს ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ: "არა პრემიებს", "უარი ფაროსანა მთავრობას". სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვიდნენ და მსვლელობას შეუერთდნენ გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე.



აქციის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას მეუღლემ გია ჯიქიამ. მისი თქმით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფლელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ. თავის მხრივ, მმართველ პარტიის საარჩევნო შტაბში გია ჯიქიაზე თავდასხმის ფაქტს უარყოფენ.

აქცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება, სადაც პარტიის ლიდერები სპეციალურ განცხადებებს გააკეთებენ.


Print