არჩევნები
ევროპული საქართველო: დროა, ვუთხრათ მოძალადე ხელისუფლებას, წადი (ვიდეო)
"ევროპული საქართველოს" ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ  პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერები. მათ შეკრებილებს მიმართეს და უთხრეს, რომ ხალხი ადგილობრივ მთავრობას თვითმმართველობის არჩევნებზე გასცემს პასუხს.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ლელა ქებურია, ლაშა დამენია, გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე. 

„ზუგდიდმა უნდა ანახოს ის, რასაც ეს მთავრობა იმსახურებს. ეს არის სრული მარცხი „ქართული ოცნების“ და მისი მერობის კანდიდატის. უნდა დავიწყოთ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის“, - აღნიშნა უგულავამ.

"ეს არის უნიათო, უმოქმედო და მოძალადე ხელისუფლება. ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ უკიდურეს გაჭირვებას და ხელისუფლებას დავამარცხებთ ზუგდიდშიც, სამეგრელოშიც და საქართველოშიც. ჩვენ მათი არ გვეშინია, ვერ მოგვატყუებენ. ამიტომ, დროა, ვუთხრათ, წადი“, - აღნიშნა ლელა ქებურიამ.

აქციის დასასრულს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ განაცხადა, რომ ეს დღეს საბოლოო ბრძოლის დასაწყისია.

„ჩვენ შეგვიძლია თქვენი სახელით ვილაპარაკოთ ხელისფლებასთან, რასაც ვერ ბედავენ მაჟორიტარი დეპუტატები. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გადავახდებინებთ ხელისუფლებას კომპენსაციებს“, - განაცადა დამენიამ.



”ევროპული საქართველოს” წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს ზუგდიდში აქცია - მსვლელობა გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
Print