რეგიონი
GHGA- ს პროექტით განხორციელედება 400 000 ლარის ინვესტიცია და შეიქმნება რამოდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილი
საქართველოს თხილის მწარმოებელ ასოციაციასა (GHGA) და თანაინვესტირების ფონდის (GCF) შვილობილ კომპანიას შპს. „ჯეო აგრო“ - ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით GHGA აბაშის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეო აგროს“ კუთვნილ 150 ჰა მიწის ნაკვეთზე თხილის ბაღებს თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით გააშენებს.





GHGA აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, ხელშეკრულება ითვალისწინებს 400 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას და რამოდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მან ასევე აღნიშნა რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამოდენიმე კომპანიასთან და უახლოეს მომავალში იგეგმება ანალოგიური პროექტების განხორციელება სხვა რაიონებშიც, რაც ნიშნავს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მოცემულ ეტაპზე საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ე.წ „Turn Key” პროექტის ფარბლებში მზადაა ფართობების დამუშავების, გაშენების და მართვის სერვისი, რომლიც ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, მიაწოდოს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რომლებსაც აქვთ სურვილი გააშენონ თხილის ბაღები და გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები 10ჰა და მეტი ფართობით.

R
Print
თეგები: ჯეო აგრო / Turn Key / GHGA / GCF /