ახალი ამბები
ფოთში მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ჩვილი გარდაიცვალა
ფოთში  საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„დიაგნოზი არის სიმაღლიდან ვარდნა. შემოყვანიდან, დაახლოებით, 45 წუთი უტარდებოდა შესაბამისი რეანიმაციული პროცედურები, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა“, - აღნიშნა ნიორაძემ.

შს სამინისტროში ბავშვის სიმაღლიდან ვარდნის ფაქტს ადასტურებენ. 

Print