რეგიონი
აფხაზეთიდან "ექსპორტზე" 66 ტონა თხილი გავიდა
დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში პირველი აგვისტოდან დღემდე 66 ტონა თხილი გავიდა „ექპორტზე“, წერს „აბხაზია ინფორმი“ საბაჟო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით. „საექსპორტო“ საბაჟო გადასახადმა 732 ათასი რუბლი შეადგინა. ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე 177 ტონა თხილი გაიტანეს, „რის შედეგად ხაზინაში 1 მილიონ 952 ათასი რუბლი შევიდა“.

2012 წელს დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გააუქმა სასოფლო - სამეურნეო პროდუქციაზე დაწესებული „საექსპორტო გადასახადი“, რომელიც 2015 წელს ისევ დაწესდა და გაურჩეველ თხილზე 25, ხოლო გაურჩეველზე - 35 რუბლი შეადგინა. 2016 წელს გადასახადი შემცირდა შესაბმისად, მან 25 და 10 რუბლი შეადგინა.

„სოხუმის ბაზარზე 1 კგ გაურჩეველი თხილის ფასი - 60 რუბლია. გალის რაიონის მცხოვრებლები 1 კგ თხილს გადამყიდველებს 20-25 რუბლად აბარებენ. „ექსპორტიორები“ საქონელს ზუგდიდის რაიონში არსებულ პუნქტებში 110 – 115 რუბლად აბარებენ“, - წერს გამოცემა.


Print