ახალი ამბები
ზუგდიდიდან 100-წლოვანი მუხა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს გადააქვს
ზუგდიდის სოფელ ინგირში კერძო საკუთრებაში არსებულ ასწლოვან მუხას გადასატანად ამზადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხე მესაკუთრისგან ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.


მუხა, რომელსაც გადასატანად ამზადებენ

ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ეზოში მყოფმა მუშებმა მხოლოდ ის უთხრეს, რომ მეპატრონე საქართველოში არ იმყოფება და დეტალებზე საუბარი არ სურთ. ხის ამოსაღებად სპეციალური ტექნიკა უკვე მუშაობს.


სამუშაო პროცესი

მუშებმა ასევე არ ისურვეს ეთქვათ, თუ რომელი კომპანია ახორციელებს ხის ამოძირკვისა და გადატანის სამუშაოებს.


ადგილზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკა

ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან დენდროლოგიური პარკისა და შეკვეთილისთვის რამდენიმე ხე გადაირგო.



ე.წ. დენდროპარკის შესასვლელი, ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი
Print