არჩევნები
წინასწაარჩევნო დარღვევები - ანგარიშში ზუგდიდი, ხობი და ჩხოროწყუც მოხვდა
"სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში ზუგდიდი, ჩხოორწყუ და ხობი მოხვდა. ანგარიშის მიხედვით, ჩხოროწყუში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი, რომელიც, ამავე დროს მოქმედი გამგებელია, ლესიჭინეს სკოლის პედაგოგებს სამუშაო დროს, უშუალოდ სამუშაო პროცესში შეხვდა.

„ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო პლაკატები დააზიანეს ხობში, სოფელ ქარიატაში.

ანაგრიშში მოხვდა ზუგდიდში ამავე ოპოზიციური პარტიის პლაკატებისა და საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტები. „ევროპული საქართველოს“ აღნიშნულში მმართველ პარტიას ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში 26 სექტმებრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

Print