რეგიონი
საქართველოში დღეს საკრებულოსა და მერების არჩევნები ტარდება
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.

დღეს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში მერებსა და საკრებულოების ახალ შემადგენლობას ირჩევენ.

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კი 3 440 123 ამომრჩეველია.

ცესკოს ცნობით, ინოვაციური სერვისი შესთავაზეს ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს - ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში ინფორმაციის მიღება მათ ვიდეო ზარის განხორციელებით, ჟესტურ ენაზე შეუძლიათ.

Print