ახალი ამბები
ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს (ვიდეო)
ზუგდიდში ქირიას ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია პროდუქტი და ,,თი ბი სი'' ბანკის გადახდის აპარატი. მიხეილ აშორდიას თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, რადგან დღეს დილით მაღაზიის რკინის კარები დამტვრეული დახვდათ. ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

Print