რეგიონი
აფხაზმა სამართალდამცავებმა ფიჩორში „ქართული ბანდფორმირების“ წევრი დააკავეს
აფხაზმა სამართალდამცავებმა გალის რაიონის სოფელ ფიჩორში მკვლელობაში, ადამიანის გატაცებასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 2000 წლის 30 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.

საქმე ეხება ჭუბურხინჯში 11 პირის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც ოჩამჩირის სოფელ მერკულას მკვიდრი ემსხვერპლა. ამასთან, გამოსასყიდის მიღების მიზნით, მძევლად გულრიფშის მცხოვრები აიყვანეს. აფხაზეთის „გენერალური პროკურატურის“ ცნობით, ერთ - ერთი ეჭვმიტანილი 1970 წელს დაბადებული, გალის რაიონის სოფელ გაგიდას მცხოვრები კობა ოკუჯავა, „ქართული ბანდ ფორმირების წევრია“, რომელიც ამ დრომდე მიმალული იყო.



Print