შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და
სუს-ის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიების შედეგად, ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავები მას
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებას
ედავებიან.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“
სისტემის 2 პისტოლეტი ამოიღეს. მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ
დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა
და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2
და მე-3 ნაწილებით).
მასალის გამოყენების პირობები