ახალი ამბები
სოფელ მუჟავაში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის გავარდნის შედეგად გარდაიცვალა
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, იარაღის გავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადყოფოში გადაიყვანა. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Print