ახალი ამბები
აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ჯარისკაცის დაღუპვის ადგილზე სამართალდამაცები მუშაობენ
სოფელ მუჟავაში მესაზღვრის გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ - კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის თანხმლები პირის ტყვიამ იმსხვერპლა. სავარაუდოდ, მეორე ჯარისკაცს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Print