რეგიონი
„ჩერნომორენერგო“: ენგურჰესიდან მოწოდებული ელქტროენერგია საკმარისი არ არის
მაგისტრალური და მაღალის ძაბვის ხაზებზე დატვირთვის ყოველწლიურად ზრდის გამო აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საკმარისი რაოდენობის მიწოდება გართულდება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა ასლან ბასარიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად რთული ფინანსური მდგომარეობისა, მიმდინარე წელს კომპანიამ, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გარდა, სარემონტო - აღდგენითი ღონისძიებებიც დაგეგმა. თუმცა, აქვე დასძინა, რომ გრძელვადიანი გეგმების დასახვა ჯერჯერობით შეუძლებელია.

ბასარიას ინფორმაციით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 9% - ით იზრდება. ზამთრის პერიოდში ჰიდროგენერაციის გამომუშავება კი მინიმალურია, ამიტომ, ენგურჰესიდან მოწოდებული ელქტროენერგია სამყოფი არ იქნება. მან აქვე აღნიშნა, რომ აბონენტებმა უნდა გაითვალისწინონ სიტუაცია და დაზოგონ ელექტროენერგია.

„სამყოფი ელექტროენერგიის მოწოდების შემთხვევაშიც, ჩვენ ამ სიმძლავრის მიღებას არსებული გადამცემი ხაზებით ვერ შევძლებდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ბზიფის ქვესადგურის ტრანსფორმატორების გაყოფის შესახებ. თვენახევრის წინ ჩვენ მინისტრთა კაბინეტს მივმართეთ განცხადებით, რომ რუსეთიდან ბზიფის ქვესადგურზე გადმოიქაჩოს 60 მეგავატი. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში რუსეთის პარტნიორების დახმარების დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა ასლან ბასარიამ.

მისი განმარტებით, ენერგეტიკოსებმა ტექნიკურად სწორი გადაწყვეტიილება მიიღეს, და მათ ხშირად უწევთ მიუვალი ადგილებიდან ელექტროგადამცემი ხაზების უფრო ღია სივრცეში გადატანა. მან მოქალაქეებს მოუწოდა გაითვალისწინონ ეს გარემოება და გაასუფთავონ მათი სახლების სიახლოვეს გამავალი ელექტროსადენების გარშემო ბალახი და გასხლან ხეები.



Print