ახალი ამბები
ზუგდიდში მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება
ხვალ ზუგდიდში სინოპტიკოსები წვიმას ელოდებიან, თუმცა უხვი ნალექი მოსალოდნელი არ არის. ინტენსიური წვიმები კი 31 ოქტომბერს დაიწყება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

„31-ში ჰაერის ტემპერატურა 10-15 გრადუსამდე დაიკლებს და აცივდება. ასეთივე ამინდი შენარჩუნდება პირველ ნოემბერს“, - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში ნალექი 2 ნოემბერს შეწყდება და გამოიდარებს.

Print