რეგიონი
31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ზუგდიდი-ქუთაისის მიმართულებით მატარებელი არ გავა
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ქუთაისი-ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი ორი დღის განმავლობაში არ გავა. აღნიშნულ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

განცხადების თანახმად, (ბროწეულა-კოპიტნარის გადასარბენზე გვირაბის მოწყობის გამო), ა.წ. 30-31 ოქტომბერს ქუთაისიდან, ხოლო 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს ზუგდიდიდან და ბათუმიდან, ორი რეისი მსვლელობიდან იხსნება.




Print