ახალი ამბები
ტექნოპარკში პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთში პრიორიტეტული საპროექტო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, 2018-2020 წლებში მდგრადი ქალაქების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა.

შეხვედრას ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Print