ახალი ამბები
გამგეობაში ექვსი თვის განმავლობაში 365 000 ლარზე მეტი პრემია გაიცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით პრემიის სახით სულ 365 425 ლარი გაიცა. მონაცემები რადიო „ათინათმა“ გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია გახდა, მან პრემია მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე წლის 7 აპრილს აიღო და პრემიის ოდენობამ 1 325 ლარი შეადგინა. 1 200 ლარი მიიღო პრემიის სახით მისმა პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ხოლო მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა 1 100 ლარი.



სულ 7 აპრილს ზუგდიდის გამგეობაში 131 825 ლარი გაიცა. მანამდე 2016 წლის დეკემბერში პრემიის სახით გამგეობის თანამშრომლებმა 202 700 ლარი აიღეს, ხელშეკრულებით დასაქმებულებმა 9 900, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშომლებმა კი 11 000 ლარი. ხოლო მიმდინარე წლის 22 მაისს კი 10 000 ლარი.

2016 წლის დეკემბრამდე გამგეობის თანამშრომლებმა პრემიის სახით სულ 548 225 ლარი მიიღეს, რაც 2014 წლის შესაბამის მონაცემს (240 350ლარი) აღემატება. პრემიის ყველაზე მეტი რაოდენობა კი ზუგდიდის გამგეობაში 2015 წელს გაიცა და მისმა ოდენობამ 796 320 ლარი შეადგინა.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რადიო „ათინათისთვის“ მოწოდებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მითითებულ წლებში (2014, 2015, 2016, 2017) გამგეობაში სახელფასო დანამატები არ გაცემულა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.