ახალი ამბები
სენაკის სამხატვრო გალერეის რეაბილიტაცია დასრულდა
სენაკის სამხატვრო გალერეას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ცნობით, რეაბილიტირდა შენობის შიდა ინტერიერი, შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები. განახლდა გარე ფასადი, დამონტაჟდა სამუზეუმო განათების თანამედროვე სისტემა.

პროექტის ღირებულებამ 126 080 ლარი შეადგინა. სამუშაოები, რომელზეც 15 ადამიანი იყო დასაქმებული, რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.

Print