რეგიონი
პროკურატურა მეგის ქარდავას შესაძლო დაკავებაზე: კომენტარს არ ვაკეთებთ

საქართველოს პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით

კომენტარს არ აკეთებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში დააკავეს.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით არის გამოცხადებული. მას ბრალი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ედება, მათ შორისაა, სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმე, რისთვისაც ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. საქართველოს პროკურატურამ ქარდავას ბრალი სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულზე წარუდგინა, რომელთა შორის სერგო თეთრაძის წამებისა და გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეებიცაა.

 

 

Print