რეგიონი
სოხუმი: ახალი პასპორტები 15 სამუშაო დღის განმავლობაში გაიცემა
დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში ახალი ნიმუშის პასპორტების მიღების პრობლემებზე ისაუბრეს. თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე - პრეზიდეტმა ვიტალი გაბნიამ აღნიშნა, რომ პასპორტი 15 სამუშაო დღის განმავლობაში გაიცემა, პროცესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭიანურდება, შესაძლოა, 3 - დან 8 თვემდე, თუ პირი, პირველად იღებს ან უკვე მიიღო პასპორტი კანონმდებლობის დარღვევით“. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეებს, 7 კაცისგან შემდგარი, მოქალაქეობის საკითხთა კომისია განიხილავს. გაბნიას განმარტებით, იმ მოქალაქეების კატეგორიაში, რომლებმაც ისევ უნდა გაიარონ მოქალაქეობის მიღების პროცედურა, შედიან პირები, რომლებიც 1994 - 1999 წლებში არ ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის წარმომადგენელემა ასიდა შაკრილმა აღნიშნა, რომ პასპორტის შეცვლისას, მათ ხშირად მიმართვენ მოქალაქეები დახმარებისთვის. მისი თქმით, როგორც აღმოჩნდა, ისინი ორ პრობლემას აწყდებიან, საპასპორტო სამმართველოს თანამშრომლების არაკეთილსინდისიერ მუშაობას და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებს.

„მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომელიც 2005 წელს ამოქმედდა, არ არსებობდა მუხლი, რომელიც მოითხოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე უწყვეტ ცხოვრებას გარკვეული დროის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილება გაცილებით გვიან გაჩნდა. ამდენად, ადამიანები, რომლებიც წავიდნენ აფხაზეთიდან არ ფიქრობდნენ, რომ მსგავს პრობლემებს წააწყდებობდნენ. თუმცა, აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორია 1994 - 1999 წლებში დატოვეს, შესაძლოა, საპატიო მიზეზები ჰქონოდათ, განათლების მიღება, სამუშაოს ძიება და სხვ.“ , - განაცხადა შაკრილმა. მან განმარტა, რომ ასეთი შემთხვევები, მეტწილად, არა აფხაზურ მოსახლეობას ეხება და პასპორტის ცვლილება არ უნდა იქცეს, მოქალაქეობის დადასტურებად ან შეწყვეტად.

შსს მინისტრმა გარი არშბამ შეხვედრის მონაწილეებს აღუთქვა, რომ უწყება მზადაა აღკვეთოს საპასპორტო მაგიდების თანამშრომლების არაკეთილსინდისიერი მუშაობა. მან აღნიშნა, რომ მომავალში კანონმდელობაში ხარვეზების აღმოფხვრაც არის შესაძლებელი.


Print