ახალი ამბები
ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ცაიშში
ზუგდიდის რაიონ სოფელ ცაიშში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანარჩენი სამი მგზავრი კი დაშავებულია. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს "ფოლკსვაგენისა" და " მიცუბიშის" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.

Print