ახალი ამბები
ზუგდიდი-ცაიშის გზაზე მეორე ავარიაც მსხვერპლით დასრულდა
ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, მოპედი გაჩერებულ ტრაილერს უკნიდან შეეჯახა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ავარია ამავე გზაზე, დაახლოებით, ორი საათის წინაც მსხვერპლით დასრულდა. ორი მანქანის შეჯახების შედეგად თ.ჟ. დაიღუპა. სამი დაშავებული კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ამავე თემაზე:

ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ცაიშში
Print