ახალი ამბები
ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდი-ცაიშის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა.

„პაციენტებს სხეულზე ექსკორაციები აღენიშნებათ. ზედაპირული დაზიანებებია და მალე გაეწერებიან“, - აღნიშნა ჭეჟიამ.

მისივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ ავარიის შემდეგ შემოყვანილი ოთხი ადამიანიდან ერთი უკვე გარდაცვლილი იყო.

ცაიშში მომხდარ ავარიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი თ.ჟ. ემსხვერპლა.

ამავე თემაზე:

ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ცაიშში
Print