ახალი ამბები
გუბერნატორი ავტოავარიის შედეგად დაღუპული გამგებლის მოადგილის ოჯახს უსამძიმრებს
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ცაიშში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ზუგდიდის გამგებლის მოადგილის ოჯახს მიუსამძიმა.

„თამაზ ჟორჟოლიანი დიდი დანაკლისია ზუგდიდისა და ჩვენი რეგიონისთვის. ის ახალი იდეებით და გეგმებით მოდიოდა ზუგდიდის საკრებულოში. თამაზ ჟორჟოლიანი მისი განვლილი გზით ნამდვილად მისაბაძი ადამიანია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

მისი წვლილი ძალიან დიდია ეროვნული მოძრაობის დროს, ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი და ზუგდიდის პირველი პრეფექტი. ის იყო ადამიანი, რომლის უშიშარ გამოსვლებს და მიმართვებსაც დღემდე იხსენებენ», - აღნიშნულია გუბერნიის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე და ცაიშის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი დღეს საღამოს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ერთი დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ცაიშში
Print