ახალი ამბები
,,არა პოლიტიკურ შანტაჟს!" – „ევროპული საქართველოს“ აქცია ხობში
„ევროპული საქართველოს“ ხობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში აქცია პერფორმანსი გამართეს. მათ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ხალხის მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პლაკატები უჭირავთ შემდეგი წარწერებით: ,,არა ოცნებას", ,,ნუ გაჩუმდები", ,არა პოლიტიკურ შანტაჟს!" მათ ასევე აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაცია მოითხოვეს.

ხობის მერობის ყოფილი კანდიდატის მამუკა ჭოხონელიძის თქმით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლების მხარდაჭერა და ქმედითი ნაბიჯები სჭირდება. მისივე ინფორმაციით, აქცია-პერფორმანსი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრევენციის მიზნით ჩატარდა.

Print